ვაკანსიის დეტალები

სანტექნიკოსი

ურბან მოლი - Urban Mall
ქუთაისი
ბოლო ვადა: 11.12.2026

ურბან მოლი - Urban Mall აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სანტექნიკოსი — ქუთაისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას JOB.TL-ზე.

სავაჭრო ცენტრი “ ურბან მოლი” აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე.

ურბან მოლის (Urban Mall Kutaisi) გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბერში ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2. სავაჭრო ცენტრი განთავსებული იქნება დაახლოებით 20 000+ კვ.მ-ზე, გაიხსნება დომინო (სამშენებლო ჰიპერმაკეტი), სასურსათო ჰიპერმარკეტი „2 ნაბიჯი“, ტექნიკის და ტანსაცმლის მაღაზიები.

სანტექნიკოსის ძირითადი მოვალეობები:
  • გათბობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების გამართული, შეუფერხებელი და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა.
  • სისტემების ნაადრევი ცვეთის მიზეზების შესწავლა და მათი თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღება.
  • სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების შეკვეთაში მონაწილეობის მიღება
  • სანიტარულ-ტექნიკური სისტემების კომპლექსური ტესტირება. შეკეთებული სისტემების მომზადება ექსპლუატაციაში გასაშვებად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ცენტრალური გათბობის, აუზების და სატუმბი სადგურების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების მიმართულებით
  • სასურველია ტექნიკური განათლება

ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები
გრაფიკი: მოძრავი (12 საათიანი)
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV: info@urbanmall.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 544 148 172 არაუგვიანეს 18 ნოემბრისა.



სხვა ვაკანსიები