ვაკანსიის დეტალები

სამედიცინო წარმომადგენელი

ავიტაფარმა
ბათუმი
ბოლო ვადა: 12.12.2026

ავიტაფარმა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სამედიცინო წარმომადგენელი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას JOB.TL-ზე.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ავიტაფარმა“ 23 წელია ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების მარკეტინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამჟამად კომპანიაში ვაკანსია გვაქვს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში. ჩვენ გპირდებით ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პიროვნული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობას.

სამედიცინო წარმომადგენლის მოვალეობებია:
  • კლინიკებში გეგმური ვიზიტების განხორციელება და ექიმებისთვის პროდუქციის პრეზენტაცია;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მოხსენება;
  • 2 თვეში ერთხელ მივლინება თბილისში.

გვაქვს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:
  • სამედიცინო განათლება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარები - წარმომადგენელი უნდა იყოს/შეეძლოს:
  • პრეზენტაბელური;
  • პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა;
  • შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან შეგუება.

კომპანიის თანამშრომლებს ვთავაზობთ საწყის 1200-1400₾ და მზარდ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@avita.ge
საგნის ველში ("subject") ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მიუთითეთ, რომელ ობიექტზე აგზავნით განაცხადს მაგ: „სამედიცინო წარმომადგენელი ბათუმში“.


სხვა ვაკანსიები