ურბან მოლი - Urban Mall აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
ელექტრიკოსი — ქუთაისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას JOB.TL-ზე.
სავაჭრო ცენტრი “ ურბან მოლი” აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ურბან მოლის (Urban Mall Kutaisi) გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბერში ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2. სავაჭრო ცენტრი განთავსებული იქნება დაახლოებით 20 000+ კვ.მ-ზე, გაიხსნება დომინო (სამშენებლო ჰიპერმაკეტი), სასურსათო ჰიპერმარკეტი „2 ნაბიჯი“, ტექნიკის და ტანსაცმლის მაღაზიები.
ელექტრიკოსის ძირითადი მოვალეობები:
ელექტროგანათების ხაზებისა და ობიექტების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით;
ელექტროგაყვანილობის გამართულობის შემოწმება;
ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
ელექტრო ენერგიის ყოველდღიურ, დეკადურ და ყოველთვიურ ბალანსების მონიტორინგი;
მოთხოვნები:
ტექნიკური განათლება (სასურველია ენერგეტიკის მიმართულებით)
მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში
ელექტრული სქემების სიღრმისეული ცოდნა
უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნა
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები გრაფიკი: მოძრავი (12 საათიანი) მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV: info@urbanmall.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 544 148 172 არაუგვიანეს 18 ნოემბრისა.
job.tl იყენებს აუცილებელ cookies-ს,
რათა საიტმა სწორად იმუშაოს.
საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით
cookies-ის გამოყენებას.
იხილეთ
კონფიდენციალობის პოლიტიკა
.