ვაკანსიის დეტალები

დისპეტჩერი (ტექნიკური ინჟინერი)

ურბან მოლი - Urban Mall
ქუთაისი
ბოლო ვადა: 11.12.2026

ურბან მოლი - Urban Mall აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დისპეტჩერი (ტექნიკური ინჟინერი) — ქუთაისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას JOB.TL-ზე.

სავაჭრო ცენტრი “ურბან მოლი” აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის (ტექნიკური ინჟინერი) პოზიციაზე.

ურბან მოლის (Urban Mall Kutaisi) გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბერში ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2. სავაჭრო ცენტრი განთავსებული იქნება დაახლოებით 20 000+ კვ.მ-ზე, გაიხსნება სამშენებლო ჰიპერმაკეტი დომინო, სასურსათო ჰიპერმარკეტი „2 ნაბიჯი“, ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური განათლება
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ელექტრული სქემების, ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი
  • სახანძრო ავტომატიკასთან მუშაობის გამოცდილება
  • სუსტდენიანი სისტემების ცოდნა (ქსელური მოწყობილობა, ავტომატიკა)
  • სასურველია პროგრამა AutoCAD-ის ცოდნა
  • გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უნარი


ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებში არსებული სისტემების მუშაობის კონტროლი (გამწოვი, ვენტილაცია, ელექტროობა, სანტექნიკა, გამწვანება და ა.შ.)
  • პერსონალის მუშაობის მონიტორინგი (სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი და ა.შ.)
  • მუშაობის პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე დროულად და სათანადო წესით რეაგირება და დეფექტების აღმოფხვრა ტექნიკური ჯგუფის დახმარებით.


ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე ასაღები
გრაფიკი: მოძრავი (12 საათიანი)
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV: info@urbanmall.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 544 148 172 არაუგვიანეს 18 ნოემბრისა.


სხვა ვაკანსიები